“არასერიოზული დამოკიდებულება დაუშვებელია“ - ფორშოუ საქართველოსთან მატჩზე
Aa
Aa

“არასერიოზული დამოკიდებულება დაუშვებელია“ - ფორშოუ საქართველოსთან მატჩზე

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიჯის დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო ტურში უელსს შეხვდება.

საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირების წინ, უელსის ნაკრების უკანა ხაზის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ფორშოუმ კომენტარი გააკეთა.

ფორშოუ:

„ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ნაკრების რამდენიმე თამაშს ვუყურე. ვფიქრობ, „ბორჯღალოსნებს“ სახიფათო ნაკრები ჰყავთ. ბურთთან ერთად საკმაოდ ძლიერები არიან და მათ მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება დაუშვებელია.“

ცნობისთვის, უელსის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში უკვე გაინაღდა, თუმცა ჯგუფში პირველი ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოსთან გამარჯვება სჭირდება.

უელსისა და საქართველოს მატჩი 7 ოქტომბრით თარიღდება. შეგახსენებთ, ეს ნაკრებები გასული წლის 19 ნოემბერს შეხვდნენ და ლევან მაისაშვილის შეგირდებმა 13:12 მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონამ სევილიასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა
ბარსელონამ სევილიასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა