ეკო გორგოძე
Aa
Aa

ITF: გორგოძემ იტალიაში მასპინძელს მოუგო და 1/8-ში გავიდა

ITF-ის ეგიდით, იტალიაში სანტა მარგერიტას სახელობის საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ეკო გორგოძე იღებს.

ქართველი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში დილეტა ჩერუბინის დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ იტალიელი ჩოგბურთელი მეორე სეტის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის პრობლემების გამო დანებდა.

ეკომ პირველი სეტი 6:2 მოიგო. მეორე სეტს კი 4:2-ს იგებდა, რა დროსაც, როგორც უკვე მოგახსენეთ დილეტა ჩერუბინი დანებდა.

ცნობისთვის, მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ჩეხ ბარტუნკოვას დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირზე მეშვიდე ნომრად არის განთესილი.

კრისტალსპორტი - ეკო გორგოძის გენერალური სპონსორი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აიაქსში საკადრო ცვლილებები გრძელდება | სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე წავიდა
აიაქსში საკადრო ცვლილებები გრძელდება | სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე წავიდა