თუ ეს აკვიატება იქნება, გოლს ვერ გაიტანს - გარსიამ ხვიჩაზე ისაუბრა
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი'' „ბოლონიას'' ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ვიმედოვნებ, მალე შეძლებს გოლის გატანას, თუმცა მხოლოდ გოლის გატანაზე არ უნდა კონცენტრირდეს. თუ მხოლოდ გოლის გატანაზე იფიქრებს, ეს აკვიატება იქნება და ასეთ შემთხვევაში გოლს ვერ გაიტანს. მხიარული უნდა იყოს, სიამოვნებით ითამაშოს და გუნდს დაცვაში დაეხმაროს. ასე გოლს გაიტანს და თავდაჯერებას დაიბრუნებს''.
ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ გოლი არ გაუტანია. საკლუბო და სანაკრებო მატჩების გათვალისწინებით მისი უგოლო სერია 22-მატჩიანია.
22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში 4 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში „სასუოლოსთან“ შესრულებული საგოლე პასია.
„ბოლონია'' - „ნაპოლის“ მატჩი 24 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.