ჟუნინიო პერნამბუკანო, რუდი გარსია
Aa
Aa

„მასთან მუშაობა საშინელი იყო“ - რას ამბობდა ჟუნინიო გარსიას შესახებ

„ნაპოლის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას შესახებ იტალიურ პრესაში საუბრები არ წყდება. ფრანგი სპეციალისტის მიმართ განსაკუთრებული აგრესია და უკმაყოფილება საქართველოშია, რაც კვარაცხელიას ფაქტორიდან გამომდინარე ლოგიკურია.

ამჯერად გთავაზობთ „ლიონის“ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის და ამჟამად კლუბის სპორტული დირექტორის ჟუნინიო პერნამბუკანოს კომენტარს, რომელიც მან 2021 წელს რუდი გარსიას „ლიონიდან“ დათხოვნის შემდეგ გააკეთა:

„რუდი გარსიასთან მუშაობის გამოცდილება საშინელი იყო. ის ყველაზე ცუდი თვისებების მქონე ადამიანია, ვისაც ოდესმე ვიცნობდი. მან გუნდის გაძღოლა არ იცის და კოლექტივში მხოლოდ შიშის დანერგვით ცდილობს, რათა თავისი გავლენა გაავრცელოს. ამ კაცისთვის გუნდის წარმატება და გასახდელში ჰარმონია მეორეხარისხოვანია. მთავარია ყურადღების ცენტრში იყოს, თუნდაც მისი გუნდი აგებდეს და კრიზისში იყვნენ.

ის მხოლოდ იმ ადამიანებს სცემს პატივს, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ და მათგან სარგებლის მიღება შეუძლია. ის ვერასდროს ვერაფერს გაბედავს მაგალითად, რონალდუს მსგავსი ფეხბურთელის წინააღმდეგ, მას პირიქით საუზმესაც კი მიართმევს".

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსია „ლიონიდან“ დათხოვნის შემდეგ, საუდის არაბეთის „ალ ნასრში“ მუშაობდა, რომლიდანაც კრიშტიანუ რონალდუს გუნდში მისვლის შემდეგ, მალევე გამოუშვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პროგნოზირებადია, მცველებს ვეღარ ატყუებს - Corriere della Sera ხვიჩაზე
პროგნოზირებადია, მცველებს ვეღარ ატყუებს - Corriere della Sera ხვიჩაზე