ფუტსალი: საქართველოს ლამაზი გოლები და მარცხი მსოფლიო ჩემპიონთან
Aa
Aa

ფუტსალი: საქართველოს ლამაზი გოლები და მარცხი მსოფლიო ჩემპიონთან

მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სტუმრად მსოფლიო ჩემპიონ პორტუგალიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველი ნახევარი ჩააგდო და უშანსოდ 0:4 დამარცხდა.

შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ათამაშდა. გიორგი ღავთაძისა და ვილიანის ლამაზი გოლებით შეხვედრაში ინტრიგაც დაბრუნდა.

ამ გოლების შემდეგ, პორტუგალიელებმა ტემპერატურის დაწევა და მატჩის გაკონტროლება შეძლეს და საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი რონინიო აკლდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ასათიანის გუნდმა სომხეთს 2:1 მოუგო.

ქართველებს მომდევნო შეხვედრა 7 ოქტომბერს შინ ფინეთთან ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“აშკარაა, რომ უგოლო სერიას განიცდის“ - AreaNapoli ხვიჩაზე
“აშკარაა, რომ უგოლო სერიას განიცდის“ - AreaNapoli ხვიჩაზე