ბარსელონა, ატლეტიკო, ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

თუ ასე გააგრძელებს - შესაძლოა ბარსამ ფელიქსი ვერ შეინარჩუნოს

როგორც მოგეხსენებათ, ჟოაუ ფელიქსი „ბარსელონას“ იდეალურად მოერგო და ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი შემტევი კატალონიურ გრანდში იჯარის წესით თამაშობს. ლაპორტას გეგმა, რა თქმა უნდა, მისი გამოსყიდვაა, მაგრამ თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ბარსას ეს ყველაფერი გაუჭირდეს.

„ატლეტიკო“ თავის ფეხბურთელს, როგორც მინიმუმ 100 მილიონ ევროდ აფასებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ფელიქსმა ბარსელონური კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო და თუ ასე გააგრძელებს, რა თქმა უნდა, მისი სატრანსფერო ღირებულება გაიზრდება.

ამ საკითხზე თავისი თეორია ესპანელ ჟურნალისტს ხავი მიგელს აქვს. მისი აზრით, თუ ფელიქსი ასე გააგრძელებს, „ბარსელონას“ მისი გამოსყიდვა გაუჭირდება. „ბლაუგრანას“ ახლა თუნდაც 100 მილიონი ევროს გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.

ცნობისთვის, ჟოაუ „ბარსელონაში“ 1-წლიანი იჯარის წესით არის, მაგრამ კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი ჩადებული არ არის. აქედან გამომდინარე, მომავალ ზაფხულში, თუ ბარსას საკუთარ რიგებში ფელიქსის ხილვა კვლავ ენდომება, მთლიანი სატრანსფერო ღირებულება უნდა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, 23 წლის პორტუგალიელმა ჯერჯერობით „ბარსელონას“ რიგებში 3-ჯერ ითამაშა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სულშერი: რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება შეცდომა იყო
სულშერი: რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება შეცდომა იყო