გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

FICHAJES: ჩელსიმ მამარდასთვის 40 მილიონი ევრო გაამზადა

ცნობილი ესპანური გამოცემა, Fichajes-ი წერს, რომ ლონდონის „ჩელსისთვის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იქნება.

სააგენტო ამტკიცებს, რომ „არისტოკრატებმა“ ქართველი კიპერის შესაძენად თანხაც კი გაამზადეს და მზად არიან ვალენსიელებს 40 მილიონი ევრო გადაუხადონ.

რა წერია სტატიაში:

გიორგი მამარდაშვილი კვლავ რჩება „ვალენსიას“ ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად. ქართველი მეკარე თავისი გამორჩეული თამაშით ლა ლიგაში ამ პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რაც „ჩელსის“ შეუმჩნევლად არ დარჩენია. ის არის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, რომლის დამატებასაც ლონდონური კლუბი განიხილავს.

ქართველი მეკარის თავდაუზოგავმა შრომამ და კარგმა თამაშმა „ვალენსიას“ შესაძლებლობა მისცა ჩემპიონატში ბევრი უმაღლესი დონის გუნდისთვის მოეგო, ამან კი პრემიერ ლიგის წამყვანი გუნდების ინტერესი გამოიწვია.

ცოტა ხნის წინ, მამარდაშვილის გაყიდვა ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბიზნეს-გათვლად განიხილებოდა, თუმცა, მიმდინარე სეზონში რუბენ ბარახასთან ერთად გუნდის კარგმა მუშაობამ მომავალი სეზონისთვის ევროტურნირებზე მოხვედრის იმედი გააჩინა, რამაც შესაძლოა მამარდაშვილის გაყიდვასთან დაკავშირებით, კლუბის ხელმძღვანელების პოზიციის ცვლილება გამოიწვიოს. თუმცა, კარზე კვლავ აკაკუნებს ლონდონის „ჩელსი“. თუ მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში ასეთ სიმაღლეზე თამაშს გააგრძელებს, ლონდონელები ეცდებიან ის 40 მილიონ ევროდ შეიძინონ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 68 მატჩში 75 გოლი გაუშვა. მიმდინარე სეზონში ქართველმა მეკარემ ხუთივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაუშვა. მის გუნდს ლა ლიგაში 3 მოგებით და 2 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში კი 9 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
GAZZETTA: „დე ლაურენტისი გაბრაზებულია. გარსიას მოკლე დრო აქვს“
GAZZETTA: „დე ლაურენტისი გაბრაზებულია. გარსიას მოკლე დრო აქვს“