კამპანა: რჩევები, სიმშვიდე - მესის გავლენა უმცირეს დეტალებშია
„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა ლეონარდო კამპანამ ლეო მესის შესახებ, კონკრეტულად კი მის პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა.
„კანზას სიტისთან გამარჯვების შემდეგ, მესიმ ყველას მოგვწერა და გამარჯვება მოგვილოცა. როგორი ადამიანია ის, როგორ ზრუნავს გუნდზე, მოტივაციას.
გასახდელში მისი გავლენა ის არის, თუ როგორი ადამიანიც არის თავად, როგორ გველაპარაკება, როგორ იქცევა უმცროსებთან და უფროსებთან. ის საკუთარ თავს სხვებზე მაღლა არ აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
სიმშვიდეს იძლევა, მოედანზე რჩევებს გვაძლევს, მატჩების წინ გვესაუბრება. ემოცია მის სახეზე, რომელსაც ყოველ მატჩში ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ მან ყველაფერი მოიგო... მისი გავლენა ამ ყველაფერშია, უმცირეს დეტალებში“,
- ამბობს ლეონარდო კამპანა.
აქვე გეტყვით, რომ „ინტერ მაიამიმ“ მესის გარეშე საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედთან“ სტუმრად 2:5 წააგო. ლეოს სანაკრებო პაუზის შემდეგ დასვენების საშუალება მისცეს.