„გარსიას კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია!“
Sport Mediaset-ის ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა სოციალურ ქსელში „ნაპოლის“ ბოლოდროინდელ მდგომარეობას შეეხო და რუდი გარსია გააკრიტიკა.
„სეზონის დასაწყისიდანვე ვამბობდი, რომ ნაპოლი გასული სეზონის გუნდს საერთოდ არაფრით ჰგავს. წავიდა სპალეტი, მის ნაცვლად მოვიდა გარსია, რომელიც მე-5 მე-6 კანდიდატი იყო. ასევე, კიმისა და ნდომბელეს ადეკვატური შემცვლელებიც არ მოუძებნიათ.
და გარსიას კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია! მე ყოველთვის წინასწარ ვსაუბრობ და არა შემდეგ!“
ნეაპოლელებს 4 ტურის შემდეგ 2 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი აქვთ. 7 ქულით მე-5 ადგილზეა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ტურის დასრულების შემდეგ უფრო ქვემოთ ჩამოვლენ.
გარსია შესაძლოა დაითხოვონ?
„ჯენოასთან“ ვერმოგების შემდეგ, იტალიაში რუდი გარსიას თანამდებობიდან დათხოვნაზე ალაპარაკდნენ.
„ფრე არ არის კატასტროფული შედეგი, მაგრამ ინტერი და იუვენტუსი პარალელურად შესანიშნავ ფორმაში არიან. ნაპოლი წელს როგორც ჩანს, ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს, გარსიას გუნდი საკმაოდ მძიმედ გამოიყურება. გარსია დათხოვნასთან ერთ ნაბიჯშია“.
- წერს IL Mattino.