გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

საგოლე პასი შეასრულა - ჩაკვეტაძის კარგი მატჩი ბირმინგემთან

ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში „უოტფორდმა“ „ბირმინგემს“ უმასპინძლა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში არ მოგვევლინა. მწვრთნელმა ის მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე შეუშვა.

ქართველ ფეხბურთელს თავის გამოსაჩენად 25 წუთზე მეტი ჰქონდა. „ჩაკვემ“ ბოძებული დრო ბრწყინვალედ გამოიყენა. მატჩში აქტიურად ჩაერთო და შეხვედრის მიწურულს საგოლე პასიც მიითვალა.

„ჯვაროსნების“ შემტევმა რაიან ენდრიუსს გაატანინა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „უოტფორდს“ 8 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზე აღზევდა. შემდეგ მატჩს, „ჩაკვეს“ გუნდი 20 სექტემბერს „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი პოზიცია გამოიგონა, ყველაფერი რაც მან თქვა, მოხდა“ - ანრი პეპზე
„ახალი პოზიცია გამოიგონა, ყველაფერი რაც მან თქვა, მოხდა“ - ანრი პეპზე