გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, რობერტ დინგაშვილი, ავთანდილ კენჭაძე, ედემი ბოლქვაძე, ტარიელ გაფრინდაშვილი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - თავისუფლები ოქროს მედლებს შეუტევენ

ხვალიდან ბელგრადი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. წლის ტურნირს  თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გახსნიან.

16 სექტემბერს სერბულ ხალიჩაზე მედლებისთვის 61, 70, 86 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიის მოჭიდავეები იბრძოლებენ.

საქართველოს სახელით შოთა ფარტენაძე (61 კგ.) , გიორგი ელბაქიძე (70 კგ.) , ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) იასპარეზებენ.

ფარტენაძე მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპიდან დაიწყებს და მისი მეტოქე სომეხი ნორიკ ჰარუტინიანსა და ბელარუს ანდრეი ბეკრანუსს შორის გამარჯვებული იქნება.

ელბაქიძე ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება , სადაც მონღოლ ტემულენ ენხუტიას დაუპირისპრიდება.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ასპარეზობას მე-16 ფინალიდან დაიწყებს და მისი მეტოქე კამბოჯელი ბალი სუ იქნება. აღსანიშნავია,რომ ქართველი ფალავანი თურქ ტაჰა აკგულს ფინალამდე  არ შეხვდება.

მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება, ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში - 57, 65, 74, 86, 97 და 125 კილოგრამებში. თითოეულ წონაში, ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოიპოვებს.

მას შემდეგ, რაც მედლები გათამაშდება და ოთხივე მედალოსანი შეასრულებს სალიცენზიო ნორმატივს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი ერთმანეთს დაუპირისპირდება, ბოლო - მეხუთე ლიცენზიის მისაღებად.

შეგახსენებთ,რომ ოლიმპიურ წონებში მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი (125 კგ.), გივი მაჭარაშვილი (97 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.) და რობერტ დინგაშვილი (51 კგ.)  იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: „UFC-იმ ნურმაგომედოვთან ბრძოლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი“
დვალიშვილი: „UFC-იმ ნურმაგომედოვთან ბრძოლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი“