ილია თოფურია, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„სადაც გინდა და როცა გინდა!“ - თოფურიამ ვოლკანოვსკის უპასუხა

რამდენიმე დღის წინ, UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ პრესკონფერენციაზე ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და დააანონსა, რომ მომდევნო ჩხუბის გამართვა ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ სურს.

ავსტრალიელი ილიას დაემუქრა, რომ ბევრი ლაპარაკის გამო შესაბამის პასუხს მიიღებდა, რასაც თოფურიამ სოციალურ ქსელში უპასუხა.

რა დაწერა „მატადორმა“:

ველოდები დღეს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდები! სადაც გინდა და როცა გინდა. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ამ მომენტისთვის ვმუშაობდი!

ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ თოფურიას შესახებ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა და ასევე დააანონსა, რომ ბრძოლა სავარაუდოდ 2024 წლის დასაწყისში შედგება:

„მომდევნო მეტოქედ ილია თოფურია მინდა. აქამდე ბევრი ბიჭი ეცადა ჩემთვის ტიტულის წართმევას, მაგრამ ახლა შესაბამისი კანდიდატების ნაკლებობაა, ილია კი დაუმარცხებელია. მას როგორც ესპანეთში, ისე ევროპის მასშტაბით ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ბევრი საუბარი უყვარს... მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას... მიეცით საუბრის უფლება, გაიხაროს, მე კი სახეში მუშტის დარტყმით გავაჩუმებ“, - ამბობდა ვოლკანოვსკი.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ბოლო საჩემპიონო ბრძოლაში იაირ როდრიგესი დაამარცხა, ილია თოფურიამ კი ჯოშ ემეტს მოუგო. „მატადორი“ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-5 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: „UFC-იმ ნურმაგომედოვთან ბრძოლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი“
დვალიშვილი: „UFC-იმ ნურმაგომედოვთან ბრძოლა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი“