თედო აბჟანდაძე
Aa
Aa

თედო აბჟანდაძე: პორტუგალიას ჩვენთან წარმატების პრეტენზიები გაუჩნდა

საქართველოს ნაკრების მორაგბემ თედო აბჟანდაძემ, მსოფლიო ჩემპიონატის მორე ტურის წინ, პორტუგალიასთან მოახლოებული შეხვედრა შეაფასა და მეტოქის გეგმებზე ისაუბრა:

„მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებისთვის, თუ ვინმე სამიზნეს წარმოადგენს, ეს ჩვენ ვართ. ერთა თასის ბოლო 2 მატჩიდან გამომდინარე, მათ ჩვენ წინააღმდეგ წარმატების მიღწევის პრეტენზიები გაუჩნდათ. ახლა ეცდებიან დაგვამარცხონ.

მოლოდინი გვაქვს, რომ გახსნილად ითამაშებენ, არეულ თამაშში წარმატების მიღწევას შეეცდებიან. ჩვენს წინააღმდეგ პორტუგალიას დალაგებული თამაში ხელს არ აძლევს. ჩვენი მიზანი კი წინა მატჩების მსგავსად, დალაგებული და მშვიდი თამაში იქნება, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 23 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კუპატაძე მატჩის წინ: ქომაგებს ვთხოვ დარბაზი გაავსონ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ
კუპატაძე მატჩის წინ: ქომაგებს ვთხოვ დარბაზი გაავსონ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ