ლევან მაისაშვილი
Aa
Aa

ლევან მაისაშვილი: მსოფლიოზე პორტუგალიის სამიზნე ჩვენ ვართ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში პორტუგალიასთან მატჩის წინ, მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და პირველ ტურში ავსტრალიასთან მარცხიც შეაფასა.

„ავსტრალიასთან მარცხის შემდეგ 3 დღე დავისვენეთ, ბიჭებმა რეაბილიტაცია გაიარეს და ვარჯიშს დავუბრუნდით. მოთამაშეთაგან ტრავმა არავის აქვს, თუმცა ჯერაც გვყავს რამდენიმე ლიმიტირებული მოთამაშე და სრული შემადგენლობით ვერ ვვარჯიშობთ.

რაც შეეხება ავსტრალიასთან მარცხს, სამწუხაროა, რომ ჩვენი ჩანაფიქრის ჩვენება ვერ შევძელით. მეტოქემ თავს თავისი თამაში მოგვახვია. შეცდომები გავაანალიზეთ და მომავალში მათ გავითვალისწინებთ. ახლა სულ სხვა თამაში გველის და სრულად პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე ვართ ფოკუსირებულნი.

ჩვენი მომდევნო მეტოქე სწრაფად თამაშობს, ფეხითაც. მათგან ყველაფერს ველით, რისი რესურსიც აქვთ. პორტუგალიამ ამ მატჩისთვის რეპეტიცია რაგბი ევროპის ფინალში გაიარა, მაგრამ მაშინ არაფერი გამოუვიდათ, რადგან ჩვენ უფრო სოლიდურები ვიყავით.

პორტუგალიისთვის მთავარი სამიზნე ამ მსოფლიოზე ჩვენ ვართ. ისინი მოსაგებად ემზადებიან. მათთან სათამაშოდ შესაბამისად ვემზადებით“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 23 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უდიდესი წარმატება 4 წელიწადში“ | Daily Mail-ის სტატია ნიკა ამაშუკელზე
„უდიდესი წარმატება 4 წელიწადში“ | Daily Mail-ის სტატია ნიკა ამაშუკელზე