საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ბექა გიგაშვილი, რაგბის მსოფლიო თასი
Aa
Aa

ბექა გიგაშვილი პირველი ტურის ფენტეზის საუკეთესო მორაგბეებს შორის მოხვდა

რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურმა გვერდმა პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ფენტეზის სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც საქართველოს ნაკრების პირველხაზელი, ბექა გიგაშვილიც მოხვდა.

ქართველმა ბურჯმა პირველი ტურში 33 ქულა აიღო და შერკინების ხაზს შორის წარმოდგენილ მორაგბეებს შორის მესამე პოზიციაზე გავიდა. გიგაშვილმა პირველ ტურში ავსტრალიასთან თავი ლელოთი გამოიჩინა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი მოპოვებული ქულები საქართველოს ნაკრებს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა.

ტურის მოთამაშე 113 ქულით ირლანდიელთა უკანახაზელი, ბანდი აკი გახდა, მეორე ადგილზე კი ახალი ზელანდიელი გარემარბი, მარკ ტელეა გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 35:15 დამარცხდა. ბორჯღალოსნებს მომდევნო შეხვედრა 23 სექტემბერს, პორტუგალიის ნაკრებთან ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წარუმატებელი სტარტი მსოფლიო ჩემპიონატზე - ბორჯღალოსნების მარცხი ავსტრალიასთან
წარუმატებელი სტარტი მსოფლიო ჩემპიონატზე - ბორჯღალოსნების მარცხი ავსტრალიასთან