“ნორვეგიას უნდა მოეგო და მოიგო კიდეც“ - ნორვეგიული მედიის გამოხმაურება
Aa
Aa

“ნორვეგიას უნდა მოეგო და მოიგო კიდეც“ - ნორვეგიული მედიის გამოხმაურება

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველო ნორვეგიას სტუმრად დაუპირისპირდა და უშანსოდ 1:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნორვეგიულმა მედიამ აღნიშნულ დაპირისპირებაზე დაწერა.

რას წერს Nettavisen.no?

„ნორვეგიას საქართველოსთვის უნდა მოეგო და მოუგო კიდეც. სოლბაკენის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გასვლის მცირე შანსი ჰქონდა და, თუ დღეს ვერ მოიგებდა ყველაფერს აზრი ეკარგებოდა. რთულია წარმატებას ვერ მიაღწიო, როცა რეაქტიული ნუსა გყავს გუნდში.

18 წლის შემტევმა საკუთარი ქვეყნის ნაკრებს წარმოუდგენელი თავდაჯერება შემატა, რაც საქართველოსთან მატჩში ნათლად გამოჩნდა. ჯერ ერლინგ ჰოლანდს გაატანინა, ხოლო შემდეგ რამდენიმე ქართველს ბრწყინვალე დრიბლინგით გასცა და საგოლე პასი მარტინ ოდეგორს მისცა.“

შეგახსენებთ, ამ მატჩის შემდეგ, „ჯვაროსნებს“ სატურნირო ცხრილში 4 ქულა დარჩათ და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან. სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები შემდეგ მატჩს 15 ოქტომბერს, საკუთარ კედლებში „კვიპროსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთმა თემურ ქეცბაიას კვიპროსიც გაანადგურა
ესპანეთმა თემურ ქეცბაიას კვიპროსიც გაანადგურა