AS: საქართველო ყველაფრის შანსს კარგავს
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველო ნორვეგიას სტუმრად დაუპირისპირდა და უშანსოდ 1:2 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა AS-მა აღნიშნულ დაპირისპირებაზე დაწერა.
რას წერს AS?
„ნორვეგიასთან წაგების შემდეგ, საქართველო ფაქტობრივად ყველაფრის შანსს კარგავს. სანიოლის ნაკრები ჯგუფიდან ვეღარ გავა. მიუხედავად ნორვეგიის აქტიურობისა, კვარაცხელიამ საწყის წუთებზე სკანდინავიელთა დაცვას პრობლემები შეუქმნა. ხვიჩა საქართველოს ნაკრებისთვის მთავარი დასაყრდენია, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთთან საუკეთესო მატჩი არ ჰქონდა.
ნუსას კარგმა თამაშმა კი საქართველოს კარში ორი გოლი გამოიწვია. ჯერ ჰოლანდმა გაისროლა, შემდეგ კი ოდეგორმა. მეორე ტაიმში, საქართველომ მონოტონური თამაშის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ბოლო წუთებზე ზივზივაძემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ მატჩის გადასარჩენად დრო აღარ იყო.“
შეგახსენებთ, ამ მატჩის შემდეგ, „ჯვაროსნებს“ სატურნირო ცხრილში 4 ქულა დარჩათ და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან. სანიოლის გაწვრთნილი ნაკრები შემდეგ მატჩს 15 ოქტომბერს, საკუთარ კედლებში „კვიპროსის“ წინააღმდეგ გამართავს.