ნორვეგია VS საქართველო - სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს მართავს. „ჯვაროსნები“ ნორვეგიას უპირისპირდებიან.
აღნიშნულ მატჩამდე, ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დაასახელა.
შემადგენლობა:
მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, კაშია, კვერკველია, კვარაცხელია, დავითაშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, აზაროვი, მიქაუტაძე
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის შეგირდებმა წინა მატჩი თბილისში ესპანეთის წინააღმდეგ გამართეს და 1:7 დამარცხდნენ. საქართველოსა და ნორვეგიის დაპირისპირება კი ბათუმში ჩატარდა და 1:1 დასრულდა.
ცნობისთვის, ლუკა გაგნიძემ მატჩისწინა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ეროვნულ ნაკრებს ნორვეგიასთან მატჩში ვერ დაეხმარება.