ემენალო: “საუდის არაბეთის გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებენ“
Aa
Aa

ემენალო: “საუდის არაბეთის გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებენ“

მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში ტოპ ფეხბურთელები გადავიდნენ და ბევრ ევროპულ გუნდზე საინტერესო ჩემპიონატი მიიღეს, გაჩნდა საუბრები, რომ არაბულ გუნდებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების უფლება უნდა ჰქონოდათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის პრო ლიგის დირექტორმა მაიკლ ემენალომ talkSPORT-თან ისაუბრა.

რა თქვა ემენალომ?

„არ ვიცი ეს საუბრები საიდან მოდის ან ვინ ამბობს, მაგრამ ვინც ამაზე ღიად საუბრობს ვფიქრობ, რომ მეოცნება და შორეულ მომავალში სურს გადახტომა. ჩვენი მთავარი მიზანი ნელი ნაბიჯით წინ სიარულია. მთავარია ახლა, რომ ჩვენს ლიგას სტაბილიზაცია შევძინოთ.

ასევე, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი პრო ლიგის ისეთ დონეზე აყვანაა, რომ გულშემატკივრები სტადიონზე გამუდმებით მოდიოდნენ, ერთობოდნენ და ემოციებს იღებდნენ. გვინდა, რომ ჩვენს ჩემპიონატს მთელს მსოფლიოში უყურებდნენ.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის საუდის არაბეთის ჩემპიონატს 13 ქულით „ალ ჰილალი“ ლიდერობს, რომელშიც ბონო, კულიბალი, ნეიმარი, მალკოლმი, ნევეში, მილინკოვიჩ სავიჩი და მიტროვიჩი თამაშობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები