Aa
Aa

"მანჩესტერი" "ნაპოლის" ლიდერის ყიდვას გეგმავს

"მანჩესტერ იუნიატედის" თავკაცი ჟოზე მოურინიო, შემადგენლობის გაძლიერებას ისევ აპირებს.

Goal-ის ცნობით, "მანკუნიანელები" "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის, ბელგიელი დრის მერტენსის გადაბირებით ინტერესდებიან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მერტენსის კონტრაქტში მისი გამოსასყიდი თანხა მითითებულია და ის მხოლოდ 28 მილიონ ევროს შეადგენს.

"წითელი ეშმაკები" ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის დრის მერტენსი, ნეაპოლელთა ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 139 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 57 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები