ლივერპული, მოჰამედ სალაჰი, ალ იტიჰადი
Aa
Aa

215 მილიონი სალაჰისთვის - ალ იტიჰადი ბოლო შეთავაზებას ამზადებს

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალ იტიჰადის“ დელეგაცია ლივერპულში იმყოფება და მერსისაიდულ გრანდთან, მოჰამედ სალაჰის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ არაბები „ფარაონის“ სანაცვლოდ 200 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. დღეს კი თანხა გაიზარდა.

ვიგებთ, რომ „ალ იტიჰადი“ 215 მილიონ ევროს ამზადებს. უახლესი ინფორმაცია კიდევ ის არის, რომ სალაჰმა არაბების მოსმენა გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულმა“ მკაფიოდ უარყო მოჰამედის წასვლის შანსები, შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა 7 სექტემბერს იხურება და „ალ იტიჰადი“ ჩქარობს.

არაბული გუნდი ეგვიპტელ შემტევს წლიურად ანაზღაურების სახით 200 მილიონ ევროს სთავაზობს. ეს იმდენია, რამდენსაც კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი იღებენ. ასევე, მოჰამედს დამატებით ბონუსებსაც ჰპირდებიან და შესაძლოა მისი ანაზღაურება 230 მილიონამდე ავიდეს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ლივერპულიდან“ საუდის არაბეთში, ფირმინო, ფაბინიო და ჯორდან ჰენდერსონი წავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ბოდიშს იხდის და რუბიალესის გადადგომას ითხოვს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ბოდიშს იხდის და რუბიალესის გადადგომას ითხოვს