საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, კალათბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

შეძლებს პოლონეთისა და ჩეხეთის შედეგის გამეორებას? - FIBA საქართველოს შანსებზე

FIBA-ს ოფიციალური ვებგვერდი მსოფლიო ჩემპიონატზე მომდევნო ეტაპზე გასულ გუნდებს მიმოიხილავს და მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოს ყურადღების ცენტრში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებიც მოექცა.

FIBA-მ პარალელი პოლონეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან გაავლო, რომლებმაც 2019 წელს, მათთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4 ფინალში შეძლეს გასვლა.

რა წერია FIBA-ს სტატიაში საქართველოს შესახებ:

შეძლებს საქართველო გახდეს პოლონეთი, ან ჩეხეთის რესპუბლიკა? ამას იმიტომ ვამბობთ, რომ 2019 წელს, პოლონეთმა და ჩეხეთმა თავის სადებიუტო მსოფლიო პირველობაზე 1/4 ფინალში შეძლეს გასვლა. ახლა, საქართველო სწორედ მათ გზას ადგას, თუმცა, ამ გზაზე გერმანია და ავსტრალია ეღობება, რის გამოც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძალიან რთული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრას 1 სექტემბერს, გერმანიასთან თბილისის დროით 12:30 საათზე გამართავს, ავსტრალიას კი 3 სექტემბერს, ჩვენი დროით 11:30 საათზე დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვაჩვენეთ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ“ | ზუროსი და შენგელია მომდევნო მეტოქეებსა და ვენესუელაზე
„ვაჩვენეთ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ“ | ზუროსი და შენგელია მომდევნო მეტოქეებსა და ვენესუელაზე