„ხარბი ნაძირალა ხარ“ - ნიუკასლის ქომაგები ისაკს ბაზაზე შეძახილებით დახვდნენ
„ნიუკასლის“ ქომაგებმა ალექსანდერ ისაკი კლუბის ბაზასთან შენიშნეს და შეურაცხმყოფელი შეძახილებით „შეამკეს“.
შვედი ფორვარდი უარს ამბობს გუნდისთვის თამაშსა და ვარჯიშზე, რადგან „ლივერპულში“ გადასვლა სურს. ისაკმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „კაჭკაჭებმა“ მისთვის მიცემული პირობა დაარღვიეს.
Mirror-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს გაბრაზებულმა ქომაგებმა ისაკი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე შენიშნეს და მისი მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილების წვიმა წამოვიდა.
სოციალურ ქსელებში ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ აყენებენ ფანები სიტყვიერ შეურაცხყოფას ფეხბურთელს, როდესაც ის თავისი ჯიპით ბაზაზე მივიდა.
„ვირთხა! გაყიდულო ნაბიჭვარო! ხარბი ნაძირალა ხარ!“
- ყვიროდნენ „კაჭკაჭების“ ქომაგები.
შეგახსენებთ, რომ ისაკის ტრანსფერი ჩიხშია შესული. „ნიუკასლი“ თვლის, რომ „ლივერპულმა“ მათ შესაბამისი წინადადებით არ მიმართა და კლუბი შვედი ფორვარდის გაყიდვას ჯერ არ აპირებს. თავის მხრივ, ფეხბურთელი მათ რიგებში თამაშზე კატეგორიულ უარს აცხადებს.