არჩილ ბერიძე, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

„მჯერა, ახალ ეტაპზე ავალთ“ | დინამო ბათუმმა ანდრეი დემჩენკო წარადგინა

„დინამო ბათუმმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ანდრეი დემჩენკო წარადგინა. უკრაინელი სპეციალისტი ჟურნალისტებსა და ფეხბურთელებს აჭარული კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ წარუდგინა და მის დანიშვნასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

„მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ანდრეი დემჩენკოს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. დინამო ბათუმი ბოლო წლებში ამბიციურად კლუბად ჩამოყალიბდა და ბატონ ანდრეისთან ფორს - მაჟორულ რეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი.

კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებთან ერთად მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ახალი მთავარი მწვრთნელის წარმატებულ მუშაობას და მჯერა, რომ ჩვენ ერთად დინამო ბათუმს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ“.

დემჩენკომ გია გეგუჩაძე ჩაანაცვლა, რომელიც მთავარ მწვრთნელად 2018 წლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, ბათუმური კლუბი ჯერ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან მთავარ ლიგაში აღზევდა, მოგვიანებით კი საქართველოს ჩემპიონობაც იზეიმა.

რაც შეეხება დემჩენკოს, ის გორის „დილას“ 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. გორელებმა მიმდინარე ევროზონაში ქართულ კლუბებს შორის ყველაზე კარგი შედეგი დააფიქსირეს და კონფერენს ლიგაზე მე-3 ეტაპამდე მივიდნენ, სადაც კვიპროსულ „აპოელთან“ ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი | გერმანიამ იაპონია გაანადგურა, ლიეტუვამ - ეგვიპტე
მსოფლიო ჩემპიონატი | გერმანიამ იაპონია გაანადგურა, ლიეტუვამ - ეგვიპტე