ლუის რუბიალესი
Aa
Aa

FIFA-მ რუბიალესის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო

FIFA-მ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ლუის რუბიალესისა და ესპანეთის ქალთა ნაკრების მოთამაშის ჯენიფერ ჰერმოსოს საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც მოგეხსენებათ, რუბიალესმა დაჯილდოების ცერემონიისას ჰერმოსოს ემოციურად მიულოცა და ყველას თანდასწრებით ტუჩებში აკოცა.

ცოტა ხნის წინ FIFA-ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა განცხადება, რომ რუბიალესის წინააღმდეგ წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.

„ეს მოვლენები შეიძლება იყოს ფიფას დისციპლინური კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დარღვევა",

- ნათქვამია ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.

მე-13 მუხლი (შეურაცხმყოფელი ქცევა და სამართლიანი თამაშის პრინციპების დარღვევა) ითვალისწინებს დისციპლინურ სანქციებს, „ღირსეული ქცევის ძირითადი წესების“ და ქცევის „ფეხბურთის და/ან ფიფას დისკრედიტაციასთან“ დაკავშირებით.

ბოლო ინფორმაციით, ლუის რუბიალესი ხვალ გადადგომის შესახებ განცხადებას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალთა ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ესპანელებმა ფინალში ინგლისს 1:0 მოუგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პედრი ტრავმირებულია და თბილისში გასამართ მატჩს გამოტოვებს
პედრი ტრავმირებულია და თბილისში გასამართ მატჩს გამოტოვებს