დინამო ბათუმი, გორის დილა
Aa
Aa

ოფიციალურად: ანდრეი დემჩენკო ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელია

ბათუმის „დინამოს“ გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება - „შავი ზღვისპირელებს“ ანდრეი დემჩენკო უხელმძღვანელებს.

ბათუმური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

გია გეგუჩაძე ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად 2018 წლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, ბათუმური კლუბი ჯერ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან მთავარ ლიგაში აღზევდა, მოგვიანებით კი საქართველოს ჩემპიონობაც იზეიმა.

რაც შეეხება დემჩენკოს, ის გორის „დილას“ 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. გორელებმა მიმდინარე ევროზონაში ქართულ კლუბებს შორის ყველაზე კარგი შედეგი დააფიქსირეს და კონფერენს ლიგაზე მე-3 ეტაპამდე მივიდნენ, სადაც კვიპროსულ „აპოელთან“ ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი პრობლემა კანონთან - რონალდინიოს კვლავ პატიმრობა ემუქრება
მორიგი პრობლემა კანონთან - რონალდინიოს კვლავ პატიმრობა ემუქრება