ლუის რუბიალესი, ჯენი ჰერმოსო
Aa
Aa

“მოდით, უგულებელვყოთ იდიოტები" - რუბიალესი კოცნის ინციდენტზე

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. „ფურია როხამ“ ფინალში ინგლისი 1:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიის დროს, ესპანური ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ჯენი ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა.

ამ ფაქტს სპორტულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა. უმეტესმა ნაწილმა პრეზიდენტი გააკრიტიკა. თავად რუბიალესმა კი კრიტიკოსებს უპასუხა:

რუბიალესი:

„ეს უბრალოდ ორ მეგობარს შორის კოცნა იყო, რომლებიც რაღაცას ზეიმობდნენ. მოდით, უგულებელვყოთ იდიოტები და სულელები, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რაზეც არაფერი იციან."

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლი კარმონა გარსიამ გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ კი მან სამწუხარო ინფორმაცია შეიტყო. ესპანეთის კაპიტანს მამა გარდაეცვალა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაცვას აძლიერებს - ნაპოლი სიმაკანისთვის იბრძოლებს
დაცვას აძლიერებს - ნაპოლი სიმაკანისთვის იბრძოლებს