ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ლაპარაკი განაგრძე, მინდება, სახეში უფრო მაგრად მოგარტყა“ | ვოლკმა ილიას მიმართა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. „ვოლკმა“ ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ მისი მიზანია, 2023 წლის ბოლომდე იჩხუბოს.

„რა არის შემდეგი ჩემთვის? ალჯამეინ სტერლინგს შონ ომალი რომ დაემარცხებინა, შეიძლებოდა, ჩემი მომდევნო მეტოქე ყოფილიყო. თან სტერლინგმა გამომიწვია და შეეძლო, ილიაზე წინ დამდგარიყო. ამ თემაზე თოფურია ჩუმად იყო. არადა, მეგონა, ყველაფერს გააკეთებდა, რომ ჩემთან ბრძოლა მას მიეღო და არა სტერლინგს.

მინდა, რაც შეიძლება, მალე ვიჩხუბო. ოპერაციის შემდეგ, ხელით დარტყმების განხორციელების უფლება ჯერ არ მაქვს, მაგრამ მალე მექნება. ფორმას ვინარჩუნებ და ოქტაგონზე წლის ბოლომდე დავბრუნდები. ისლამ მახაჩევთან რემატჩი მინდა, მაგრამ ის ჩარლზ ოლივეირას ეჩხუბება და დალოდებას არ ვაპირებ. არ მინდა, 2024 წლის დასაწყისში ვიჩხუბო. ასე რომ, ილია, განაგრძე ბევრი ლაპარაკი. ეს ძალიან მომწონს და მანდომებს, სახეში უფრო მაგრად მოგარტყა“.

შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვსკის კარიერაში 28 ბრძოლა აქვს გამართული და 2-ჯერ დამარცხდა. ბოლოს მან იაირ როდრიგესის წინააღმდეგ იჩხუბა და „ელ პანთერა“ მე-3 რაუნდში დააფინიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საფეხბურთო ინტელექტით კოკორინი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ხვიჩა“
„საფეხბურთო ინტელექტით კოკორინი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ხვიჩა“