ტიაგო სილვა, პორტუ
Aa
Aa

ფლუმინენსე დატოვა - ტიაგო სილვა ევროპულ კლუბში ითამაშებს

41 წლის ტიაგო სილვამ ფლუმინენსე დატოვა და ევროპაში დაბრუნდა. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი კარიერას პორტუში გააგრძელებს.

ინფორმაციას პორტუგალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. სილვა პორტუში მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ითამაშებს, თუმცა კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ვეტერან ფეხბურთელს ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივება შეეძლება.

ცნობისთვის, ბრაზილიელი ფეხბურთელი პორტუს ღირსებას 2004/2005 წლებში იცავდა, თუმცა მაშინ მეორე გუნდში ასპარეზობდა და პირველ გუნდში დებიუტის შესაძლებლობა არ მიეცა.

შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში სილვა ისეთ დიდებულ კლუბებში თამაშობდა, როგორებიც მილანი, პარი სენ ჟერმენი და ჩელსი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები