ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

ალჯო: „სასწრაფოდ, რემატჩი მინდა!“

გამთენიისას, UFC 292-ის მთავარ ღონისძიებაზე შონ ომალიმ ალჯამეინ სტერლინგი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონობა იზეიმა.

ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ალჯამეინ სტერლინგმა განაცხადა, რომ ომალისთან განმეორებითი ბრძოლა სურს.

რა თქვა ალჯომ:

რემატჩი ახლავე მინდა. შესაძლებელია, რომ მოსამზადებელი ბანაკის დროს ჩემს სპარინგპარტნიორებს ვთხოვო, რომ კუთხიდან კუთხეში უფრო სწრაფად გადავიდნენ, რათა შონისთვის უკეთ მოვემზადო. მან საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და ჩემი ზეწოლა გაანეიტრალა. ახლა ყველაზე მეტად სასწრაფო შურისძიება მინდა. ეს მომგებიანი ბრძოლა იგნება და იმედი მაქვს, რომ UFC-სგან რემატჩის უფლება დავიმსახურე.

საგულისხმოა, რომ ბრძოლამდე ალჯამეინ სტერლინგი გამარჯვების შემთხვევაში წონის შეცვლას და ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში გადასვლას გეგმავდა, რითაც სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლისკენ გაუხსნიდა გზას, თუმცა ომალისთან ბრძოლის დასრულების შემდეგ, ალჯომ განაცხადა, რომ ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან საჩემპიონო ბრძოლისთვის ჯერ მზად არ არის და სამომავლო გეგმებს უნდა გადახედოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოსტალგია - ერთკაციანი მასტერკლასი, რომელმაც ჭექა-ქუხილი გამოიწვია
ნოსტალგია - ერთკაციანი მასტერკლასი, რომელმაც ჭექა-ქუხილი გამოიწვია