შონ ომალიმ სტერლინგი დაანოკაუტა - ახალი ჩემპიონი UFC-ში
UFC-ში სუპერ მსუბუქ წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს, შონ ომალიმ ალჯამეინ სტერლინგი დაამარცხა. პირველ რაუნდში ნაკლებად სანახაობრივი შეხვედრა შედგა, მეტოქეები შეტევაზე აქტიურად არ გადადიოდნენ, მეორე რაუნდის დასაწყისში შონ ომალიმ უპირატესობა მოიპოვა და ალჯო სტერლინგი დაანოკაუტა.
THE FULL @SUGASEANMMA KNOCKOUT!
— UFC (@ufc) August 20, 2023
A right hand that will live on in UFC history at #UFC292! pic.twitter.com/jM5MkPTxqK
შეგახსენებთ, რომ სტერლინგისა და ომალის დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრებისთვის უაღრესად საინტერესო იყო. შეხვედრამდე ალჯომ თქვა, რომ სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ეს მისი ბოლო ბრძოლაა და ქვემსუბუქში გადადის, რათა მერაბ დვალიშვილის ჩემპიონობის შანსი მისცეს.