გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის სუსტი მატჩი - ტენერიფემ ჟირონას მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე ბასკეტ ჟირონას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 89:96 დამარცხდა.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა მას საკმაოდ სუსტი მატჩი ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 21 წუთი და 35 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან მხოლოდ 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

შერმადინმა ორივე ქულა ბოლო მეოთხედში საჯარიმო ტყორცნებით ჩააგდო, იქამდე კი ორჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება, თუმცა უშედეგოდ. ტენერიფეს მხრიდან საუკეთესო ვან ბეკი იყო, რომელმაც არასრულ 21 წუთში 27 ქულა და 2 პასი დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ლაგუნა ტენერიფეს 16 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
21 ქულა 36 წუთში - ანდრონიკაშვილმა ისლანდიაში კარგად დაიწყო
21 ქულა 36 წუთში - ანდრონიკაშვილმა ისლანდიაში კარგად დაიწყო