ეკო გორგოძე
Aa
Aa

წყვილთა თანრიგი - გორგოძემ ვროცლავის ღია პირველობა მოიგო

პოლონეთში ვროცლავის ღია პირველობა დასრულდა, სადაც წყვილთა თანრიგში მონაწილეობას ეკო გორგოძე იღებდა. ქართველი ჩოგბურთელი სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩთან ერთად ტურნირის ჩემპიონი გახდა.

ქართულ სლოვენიურმა დუეტმა ფინალში დარია კუჩერისა და ვერონიკა ევალდის წყვილს 6:4 4:6 10:7 აჯობა. აღსანიშნავია, რომ დარია და ვერონიკა მასპინძლის სტატუსით გამოდიოდნენ.

პირველ სეტი ეკომ და დალილამ დამაჯერებლად ჩაატარეს, რაც ანგარიშზეც აისახა. მეორე სეტში მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა საკუთარ ჩაწოდებაზე წყვილები ხშირად ცდებოდნენ. საბოლოოდ გამარჯვებული მაინც კუჩერი და ევალდი გამოვიდნენ.

ჩემპიონობის ბედი სუპერ ტაი ბრეიკმა გამოავლინა, სადაც უკეთესი ქართულ სლოვენიური წყვილი იყო.

ცნობისთვის, ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში ჯამში 57-ე ტიტული მოიგო. 57-დან 33-ს წყვილთა თანრიგში დაეუფლა,

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოსტალგია - ერთკაციანი მასტერკლასი, რომელმაც ჭექა-ქუხილი გამოიწვია
ნოსტალგია - ერთკაციანი მასტერკლასი, რომელმაც ჭექა-ქუხილი გამოიწვია