პსჟ, ნეიმარი, ალ ჰილალი
Aa
Aa

ქორწინების გარეშე ცხოვრების უფლება - ნეიმარის კონტრაქტის დეტალები

საუდის არაბეთში ქორწინების გარეშე ცხოვრება აკრძალულია, თუმცა ნეიმარმა, „ალ ჰილალთან’’  მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, ეს უფლება მიიღო. ბრაზილიელი ფეხბურთელი „ალ ჰილალში’’ შთამბეჭდავ თანხას გამოიმუშავებს და მეგობარ გოგონა ბრუნა ბიანკარდისთან ერთად იცხოვრებს.

31 წლის ფეხბურთელი ორწლიან პერიოდში „ალ ჰილალში“ მხოლოდ ხელფასის სახით 160 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ასევე, ყოველ მოგებულ მატჩზე ნეიმარის ბონუსი 80 000 ევრო იქნება. ნეიმარი სოციალურ მედიაში საუდის არაბეთის შესახებ გამოქვეყნებული ყველა პოსტისთვის 500 000 ევროს მიიღებს. ასევე, პირადი თვითმფრინავი ეყოლება და დიდ სახლში იცხოვრებს.

საერთო ჯამში, კონტრაქტის ყველა დეტალისა და ბონუსების გათვალისწინებით, ნეიმარი ორწლიან პერიოდში საუდის არაბეთის კლუბში 300-400 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, პსჟ-მ ნეიმარი 90 მილიონ ევროდ „ალ ჰილალში“ გაყიდა. აღნიშნული თანხა ბონუსებს არ მოიცავს. ასე რომ შესაძლოა პსჟ-მ დამატებით მილიონები გამოიმუშავოს, რაც ფეხბურთელის წარმატებულ თამაშზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენს“ ტოვებს. ავტორიტეტული გამოცემებისა და ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. Sky Sports-ი, L’Equipe-ი და სხვა გავლენიანი გამოცემები იუწყებიან, რომ ნეიმარი „ალ ჰილალში“ გადადის. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, დოკუმენტები გაფორმებულია და „ნეი“, რომელიც საუდის არაბეთში ამ კვირას გაემგზავრება, 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები