პიკე: "შემიძლია ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დავტოვო"
გუშინ, "ბარსელონაში" მძიმე დღე იყო. მოგეხსენებათ, რომ კატალონიის რეგიონს დამოუოკიდებლობა სურს.
რეფერენდუმზე თავისი პოზიცია დააფიქსირა "ბლაუგრანას" ფეხბურთელმა ხერარდ პიკემ, რომელიც თავისი პოლიტიკური განცხადებებით მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფება.
"ბარსას" უკანახაზელმა გუშინდელი დღის შემდეგ მედიასთან საკმაოდ ხმამაღალი კომენტარი გააკეთა: "თუ, მწვრთნელი ან ფედერაციის, რომელიმე თანამშრომელი ფიქრობს, რომ მე პრობლემებს ვქმნი, შემიძლია ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დავტოვო. "ლას პალმასთან" მატჩი ჩემს კარიერაში ყველაზე მძიმე იყო. დღეს მე კატალონიელი ხალხით ვამაყობ. უმცირესობაში არ ვიმყოფებით. ჩვენ "ცუდი ბიჭები" არ ვართ, უბრალოდ ხმის მიცემა გვსურს."
შეგახსენებთ, რომ კატალონიის რეფერენდუმი დაპირისპირებით დასრულდა. სპეცრაზმმა ხალხი დაარბია და რამდენიმე მათგანი დააკავა კიდეც.
"ბარსელონამ" კი თავისი შეხვედრა უსაფრთხოების მიზნით, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარა.