მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

ქამრისთვის ან ტიტულის პრეტენდენტის სტატუსისთვის | სეხუდო მერაბს ითხოვს

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო გასულ უქმეებზე გამართულ ბრძოლას გამოეხმაურა, რომელშიც კორი სენდჰეგენმა რობ ფონტი დაამარცხა. „ტრიპელ სის“ თქმით, სენდჰეგენი საჩემპიონო ბრძოლის მიღებას არ იმსახურებს და ქამრისთვის ან ტიტულის პრეტენდენტის სტატუსისთვის მან და მერაბ დვალიშვილმა უნდა იჩხუბონ.

„სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ისეთი მდგომარეობაა, ყველაფერი სანახაობრივ გამოსვლაზეა დამოკიდებული. თუ სენდჰეგენს ქამრისთვის ჩხუბი უნდა, ასეთი გამარჯვებით შანსს ვერ მიიღებს. ერთადერთი, რაც ლოგიკურია, ჩემი და მერაბის ბრძოლის ჩანიშვნაა.

სენდჰეგენი ძალიან კონსერვატიულად ჩხუბობს და ეს იყო, მოგება მოგებისთვის. ასე არაფერი გამოვა. ჩემი და მერაბის ბრძოლა უნდა ჩაინიშნოს და ან ქამრისთვის ვიჩხუბებთ ან ჩვენი დაპირისპირების გამარჯვებული საჩემპიონო ბრძოლას მიიღებს. 100 პროცენტით ასე უნდა მოხდეს. სიგიჟე იქნება თუ UFC-იმ სენდჰეგენის გამო, ჩემი და მერაბის ბრძოლა გამოტოვა“.

შეგახსენებთ, რომ სეხუდო ბოლოს მერაბ დვალიშვილის უახლოეს მეგობარს, ალჯამეინ სტერლინგს საჩემპიონო ქამრისთვის ეჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. იგი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-3 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხუთი ქართველი TOP 10-ში! | IJF-ის განახლებული რეიტინგი ცნობილია
ხუთი ქართველი TOP 10-ში! | IJF-ის განახლებული რეიტინგი ცნობილია