საბა საზონოვი, მოსკოვის დინამო
Aa
Aa

„ტრანსფერი ლიონში? ყველაფერს მალე ვნახავთ“ - დინამოს მწვრთნელი საზონოვზე

მოსკოვის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელ ლიჩკამ რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვური გუნდის მცველის, საბა საზონოვის „ლიონში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

რას ამბობს ლიჩკა:

საზონოვის ტრანსფერზე? ნამდვილად იყო ლაპარაკი „ლაციოზე“, „ლიონსა“ და „გალათასარაიზე“, თუმცა, იგივე საუბრებია ტიუკვინზეც. საბამ პირველი ვარჯიში სრული დატვირთვით პარასკევს ჩაატარა, გუშინდელ შეხვედრაში კი ფაქტობრივად ტურისტად წავიყვანეთ. ამის მიუხედავად, „ზენიტის“ ცვლილებებზე პასუხის გაცემა გახდა საჭირო და ამის გამო შევიყვანეთ მოედანზე. მიხარია, რომ კარგად ითამაშა და მაღალ ბურთებზე ბრძოლაში დაგვეხმარა. რა მოხდება მის მომავალთან დაკავშირებით? ყველაფერს მალე ვნახავთ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ფრანგულ და რუსულ პრესაში აქტიურად იწერება საბა საზონოვის „ლიონში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ. L’EQUIPE ამტკიცებს, რომ მხარეები 3 მილიონ ევროიან გარიგებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდის დაბრუნდება კვარა | კარგი ამბავი იტალიიდან
როდის დაბრუნდება კვარა | კარგი ამბავი იტალიიდან