ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
Aa
Aa

ორჯერ ვაზარი - შავდათუაშვილმა ტერაშვილი დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა

ბუდაპეშტში მიმდინარე მასტერსზე, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი(73კგ) დაუპირისპირდნენ.

გამოცდილმა შავდათუაშვილმა ტერაშვილს შანსი არ დაუტოვა, ორჯერ ვაზარზე დააგდო და ბრინჯაოს მედალს დამსახურებულად დაეუფლა.

ცნობისთვის, ლაშა მიმდინარე მასტერსზე მეორე წრიდან ჩაერთო და კუბელი მაგდიელ ესტრადი დაამარცხა. შემდეგ წრეში გერმანელ იგორ ვანდეკს იპონით შანსი არ დაუტოვა. მეოთხედფინალში, ქართველი ძიუდოისტი უზბეკ მუროდჟონ იულდოშევთან გაფრთხილებებით დამარცხდა. რეპეშაჟში კი კოსოვოელი აკილ გიაკოვა იმსხპვერპლა.

რაც შეეხება ტერაშვილს, 20 წლის ქართველიც მეორე წრიდან ჩაერთო და უზბეკი ობიდხონ ნომონოვი დაამარცხა. მესამე წრეში გიორგიმ აზერბაიჯანელ ჰიდიატ ჰეიდაროვს აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში რუმინელ პეტრო პელივანთან ვერაფერი გააწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის ეფექტური გოლით - მეცმა ჰეერენვენი დაამარცხა
მიქაუტაძის ეფექტური გოლით - მეცმა ჰეერენვენი დაამარცხა