მე-3 ოქრო: მათე გველესიანი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტმა მათე გველესიანმა -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა ხორვატი ლუკა კატიჩი იპონით დაამარცხა.
მათე გველესიანმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართულ დელეგაციას მე-3 ოქროს მედალი მოუტანა.
შოთა ბაჩოშვილმა (- 50 კგ.) ფინალში იპონით ბელგიის სახელით მოასპარეზე აშკაბ ისაიევი დაამარცხა.
მერაბ სამადაშვილმა (- 55 კგ.) ფინალში ასევე იპონით იტალიელი ემილიანო ლატანცი დაამარცხა და ოქროს დაეუფლა.