მხოლოდ იუვენტუსი - ლუკაკუმ ალ-ჰილალის შეთავაზება დაბლოკა
რომელუ ლუკაკუმ ტურინის „იუვენტუსისკენ“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ბელგიელმა „ალ-ჰილალის“ ძალიან მიმზიდველი წინადადება დაბლოკა. საუდის არაბეთიდან ლუკაკუს 2-წლიან კონტრაქტსა და ანაზღაურების სახით ჯამურად 60 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. „ჩელსი“ კი 50 მილიონს მიიღებდა.
წყაროს თანახმად, ლუკაკუმ ინტერესი არ გამოიჩინა და ევროპაში დარჩენა არჩია. მისი მიზანი „იუვენტუსში“ გადასვლაა.
„ჩელსი“ ლუკაკუს დაბრუნებას გამორიცხავს, თავად ბელგიელს კი სერია A-ს დატოვება არ სურს. „ინტერთან“ თავდაპირველად შეთანხმებული პირობები ბოლო 2 კვირის განმავლობაში აირია და რომელუს ნომერ პირველი არჩევანი „იუვენტუსი“ გახდა, რამაც მილანელების გაღიზიანება გამოიწვია.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკაკუმ „იუვენტუსთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა. საუბარია 3-წლიანი ხელშეკრულებაზე და სეზონურ 8 მილიონ ევროზე. ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.