მსოფლიო დონის ფორვარდი პრემიერლიგაში? ტიერი ანრის საინტერესო კომენტარი
ლონდონის "არსენალისა" და ფრანგული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ ტიერი ანრიმ, Sky Sports-თან ინტერვიუში პრემიერლიგაში მოასპარეზე ფორვარდებზე ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო კომენტარიც გააკეთა.
"პრემიერლიგაში მსოფლიო დონის ფორვარდის სტატუსთან ყველაზე ახლოს მხოლოდ ერთი ფორვარდი დგას და ეს სერხიო აგუეროა. ის, თავისი კლასისა და ოსტატობის დემონსტრირებას, უკვე საკმაოდ დიდი ხანია ახდენს. მან უკვე იზეიმა ჩემპიონობა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ლუკაკუ, კეინი და მორატა? რა თქმა უნდა, მათ აქვთ შანსი, რომ ამ დონეს მიაღწიონ, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი შორს არიან."
შეგახსენებთ, რომ აგუერო "სიტის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 187 შეხვედრაში 128 გოლია.