ავტოგოლები -
Aa
Aa

ავტოგოლები - "ბარსელონას" მეორე ბომბარდირი ლა ლიგაში!..

გამოცემა Marca-მ მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში "ბარსელონას" შესახებ საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

კატალონიურ გრანდს შიდა ჩემპიონატში 20 გოლი აქვს გატანილი, რომელთაგანაც 9 ლიონელ მესის ანგარიშზეა.

საინტერესოა, რომ მესის შემდეგ "ბარსას" გოლების ყველაზე დიდი ნაწილი ავტოგოლებზე მოდის. ამ გუნდის მეტოქეებმა საკუთარ კარში 3 გოლი გაიტანეს.

პირველ ტურში "ბარსელონასთან" ავტოგოლი "ბეტისის" მცველმა ტოშკამ გაიტანა, ხოლო გასულ უქმეებზე იგივე "ჟირონას" ფეხბურთელებმა - ადაიმ და ირაიზოსმა გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები