1 მილიონი პენალტის დარტყმის სანაცვლოდ - კავანიმ პრეზიდენტის შემოთავაზებაზე უარი თქვა!
Aa
Aa

1 მილიონი პენალტის დარტყმის სანაცვლოდ - კავანიმ პრეზიდენტის შემოთავაზებაზე უარი თქვა!

El Pais-ის ინფორმაციით, ედინსონ კავანიმ ნეიმარს სტანდარტულების შესრულების უფლება არ დაუთმო და ამის გამო 1 მილიონიან ბონუსზე უარი თქვა.

როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირს ბონუსის სახით ერთი მილიონი ევრო ერიცხება. 

გუნდში სიტუაციის განმუხტვის მიზნით, პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ კავანის წინადადებით მიმართა. ურუგვაელი მილიონიან ბონუსს მაინც მიიღებდა, მიუხედავად იმისა, გახდებოდა თუ არა ის ბომბარდირი. სანაცვლოდ მას, ნეიმარისთვის სტანდარტულების შესრულების უფლება უნდა დაეთმო. ამ წინადადებაზე კავანიმ უარი განაცხადა.

ხელაიფიმ ეს მოსალოდნელი პასუხი წინასწარ გათვალა და პარალელურად, ნეიმართან მოლაპარაკების მიზნით ხალხი გაგზავნა. პრეზიდენტს სურდა, რომ გუნდის ახალწვეულს უკან დაეხია და კონფლიქტი დაესრულებინა. მისი აზრით, ამ დონის ვარსკვლავს მეტი პატივისცემისა და მოთმინების გამოჩენა მართებს. თავის მხრივ, ბრაზილიელმა ამ წინადადებაზე მტკიცე უარი განაცხადა.

როგორც ჩანს, "პსჟ"-ში სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. პარიზელები შემდეგ მატჩს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ოთხშაბათს "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები