გიორგი შერმადინი
Aa
Aa

„აქ ძალიან ბედნიერი ვარ“ - შერმადინმა ლენოვო ტენერიფესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა „ლენოვო ტენერიფესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. „შერმინატორი“ ესპანურ კლუბში კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს და „ლენოვო ტენერიფეს“ ღირსებას 2024-25 წლების გათამაშების დასრულებამდე დაიცავს.

„ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს შესანიშნავი სიახლეა, რადგან კუნძულზე ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლო 4 წელიწადში კარგად ვთამაშობთ და ყველას დამსახურებით, MVP-ის ჯილდო მოვიპოვე. ახლა დასვენების დროა და სექტემბერში დიდი სურვილით დავბრუნდებით, რომ ბრძოლა განვაგრძოთ. ვიცით, რომ ესპანეთის ჩემპიონატში წარმატების მიღწევა რთულია, ყოველ მატჩს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ და იმედია, წინსვლას გავაგრძელებთ“, - განაცხადა შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი „ლენოვო ტენერიფეს“ 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა. გიო ლიგა ენდესას 2020/21 და 2022/23 წლების სეზონების MVP გახდა და თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ამ ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული.

ლიგა ენდესას გასულ სეზონში, შერმადინი საშუალოდ 13.9 ქულასა და 5.2 მოხსნად აგროვებდა. ჩემპიონთა ლიგაზე, მისი საშუალო 14.1 ქულა და 4.9 მოხსნა იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გერმანული გრანდის ინტერესი | მამარდაშვილს ახალი მსურველი ჰყავს
გერმანული გრანდის ინტერესი | მამარდაშვილს ახალი მსურველი ჰყავს