სამუელ ეტოო
Aa
Aa

„ციხეში ჩასვით!“ | სამუელ ეტოოს ქალიშვილი მამის დაკავებას ითხოვს

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, სამუელ ეტოოს ქალიშვილი მამის დაკავებას ითხოვს. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ერიკა დო როსარიო ნევესი ამტკიცებს, რომ ეტოომ კანონით დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა და ალიმენტები არ გადაუხადა.

2022 წლის თებერვალში, ეტოომ 4-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ აღიარა, რომ ერიკა დო როსარიო ნევესი მისი შვილი გახლდათ. სასამართლომ მას ალიმენტების გადახდა დააკისრა, რომელთა ჯამური ოდენობა 90 000 ევრო (თვეში 1400 ევრო) იყო და როგორც კამერუნელი ფეხბურთელის შვილის ადვოკატი იუწყება, მის კლიენტს თანხა არ მიუღია.

„ეტოოს 5 წლის ალიმენტები აქვს გადასახდელი და სასამართლოს გადაწყვეტილებას თავს არიდებს. ერიკას ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, როცა ეტოო ფუფუნებაში ცხოვრობს“, - განაცხადა კამერუნელი ფეხბურთელის შვილის ადვოკატმა.

El Diario de Sevilla-ს მიხედვით, ეტოოს შვილი ითხოვს, მისი მამა დააკავონ და 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდონ. გარდა ამისა, ერიკა დო როსარიო ნევესის ადვოკატი ამტკიცებს, რომ არ შეიძლება, ნასამართლევი ადამიანი კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პოსტს იკავებდეს. სამუელი ესპანეთში გადასახადების დამალვის საქმეში დამნაშავედ ცნეს.

შეგახსენებთ, რომ 1997 წელს, როდესაც კამერუნელი „რეალიდან“ იჯარით „ლეგანესში“ თამაშობდა, მადრიდის ერთ-ერთ ღამის კლუბში ქალი გაიცნო, სახელად ადილეუსა. წყვილმა ურთიერთობა დაიწყო. 1998 წელს ადილეუსა დაორსულდა, რის შესახებაც მან ფეხბურთელს აცნობა. გოგონამ იმ მომენტში აღნიშნა, რომ არ სურდა შვილი, მაგრამ მის მიმართ პასუხისმგებლობითა და პატივისცემით მოიქცეოდა. საბოლოოდ, ეტოოს ქალიშვილი, ერიკა დო როსარიო ნევესი დაიბადა 1999 წელს, როდესაც სამუელი „ესპანიოლში“ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიასთვის წინადადებით არავის მიუმართავს | მამარდაშვილს მსურველი არ ჰყავს
ვალენსიასთვის წინადადებით არავის მიუმართავს | მამარდაშვილს მსურველი არ ჰყავს