ასენსიო 2023 წლამდე! გამოსასყიდი თანხა, რომელსაც ალბათ "პსჟ"-ც ვერ გადაიხდის
მადრიდის "რეალი" საკუთარი შემადგენლობის ძირითადი ბირთვისთვის კონტრაქტების გახანგრძლივების პროცედურას წარმატებით განაგრძობს.
ამჯერად, რიგში მარკოს ასენსიოა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდთან" მატჩის შემდეგ, სამეფო გუნდთან ხელს ახალ კონტრაქტზე მოაწერს.
21 წლის ესპანელი შემტევი "ბლანკოსში" 2023 წლამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ასენსიომ წლევანდელ სეზონში "რეალის" მაისურით, უკვე 8 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.