ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

ლუის ენრიკეს პსჟ-ში სილვას მიყვანა სურს

მალე პსჟ-ს მთავარ მწვრთნელად ესპანელი ლუის ენრიკე დაინიშნება, რომელსაც გუნდში თავისი გეგმები და ხედვები აქვს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ესპანელმა სპეციალისტმა კლუბს „მანჩესტერ სიტიდან“ ბერნარდუ სილვას ტრანსფერი შეუკვეთა.

ენრიკეს ბერნარდუსთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს და მის ტრანსფერს მოუთმენლად ელის.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი თანამემამულე ლუიშ კამპუშთან კარგ ურთიერთობაშია, რომელიც პსჟ-ს სპორტული მრჩეველია. მათი გზები მონაკოში გადაიკვეთა.

რაც შეეხება სილვას, ის კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არ არის. „სიტისთან“ ერთად მან ყველაფერი მოიგო და ახალ გამწვევებს ეძებს. მის მიმართ ინტერესი „ბარსელონას“ ჰქონდა, თუმცა კატალონიელებს ფინანსური რესურსი არ ჰყოფნით.

„მანჩესტერ სიტის" ბერნარდუს სანაცვლოდ 75 მილიონი ევროს მიღება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაგუა იქით დაარტყამს“ - ისრაელის მეკარემ იცოდა ვინ როგორ დაარტყამდა
„გაგუა იქით დაარტყამს“ - ისრაელის მეკარემ იცოდა ვინ როგორ დაარტყამდა