გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი: ირწმუნეთ ჩვენი რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის

ისრაელთან დრამატული მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა პენალტების სერიაში 3:4 წააგო, გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ქომაგებს მიმართა:

„რთულია რამის თქმა ამ თამაშის შემდეგ მაგრამ ჩვენ დავწერეთ ისტორია! ირწმუნეთ ჩვენი რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის! ვამაყომ რომ ვარ ამ გუნდის წევრი! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გულშემატკივრებს რადგან მათ გარეშე ეს ისტორია არ დაიწერებოდა! მომავალ შეხვედრამდე“.

გიორგი მამარდაშვილს Sofascore-მა ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე მაღალი შეფასება 8.2 დაუწერა.

გაგუას მიმართვა ქომაგებს

„პირველ რიგში, მინდა დავიწყო მადლობით! დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც მოედნიდან ან გარედან გვამხნევებდა. ერთად დიდი ისტორია დავწერეთ, რომელიც სამწუხაროდ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, მაგრამ მჯერა, რომ კიდევ გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს.

მადლობა სტაფს და ბიჭებს თავდაუზოგავი შრომისთვის და გვერდში დგომისთვის. ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის და გამხნევებისთვის! დიდ მოტივაციას მაძლევთ რომ ჩემი შეცდომები გამოვასწორო და უფრო ძლიერი დავბრუნდე! მადლობა დიდი საუკეთესოები ხართ!“

- წერს ქართველი ფორვარდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ებრაული მედია: “მეტოქის დონის თვალსაზრისით გამარჯვება შეუძლებელი ამოცანა არ იყო“
ებრაული მედია: “მეტოქის დონის თვალსაზრისით გამარჯვება შეუძლებელი ამოცანა არ იყო“