ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეებს სამი ოქროს შანსი აქვთ
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - მოჭიდავეებს სამი ოქროს შანსი აქვთ

ესპანეთში მიმდინარე მოჭიდავეთა 20 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, 3 ქართველი ფალავანი გოგა ოთინაშვილი, საბა კობახიძე, ოთარ ადეიშვილი და ნიკა ფანცულაია ფინალში გავიდნენ.

65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთინაშვილის მეტოქე უკრაინელი მიკიტა ზუბალი იქნება. ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ რუმინელ დანიელ მარიან სანდუს, იტალიელ პაოლო პიო ლუმიასა და სომეხ ანდრანიკ ავეტისიანს აჯობა.

70 კილოში კობახიძე თურქ იბრაჰიმ მატეან იაპრაკს დაუპირისპირდება. ესპანურ ხალიჩაზე საბამ ბრიტანელ მიკა აარონ ნაისბეტს, მოლდოველ იონ მარკუსა და გერმანელ ბურაკ ემინ სალვიცს მოუგო.

79 კილოში ადეიშვილის მეტოქე გერმანელი გრეგორ ეიგენბროდტი იქნება. ფინალამდე ქართველმა ფალავანმა მოგებები ლიეტუველ პაულიოს ლესკაუჩკასთან, აზერბაიჯანელ სადიგ მუსტაფაზადესთან და თურქ ბექირ ტალიპ ოვეჩთან იზეიმა.

97 კილოში კი ნიკა ფანცულაია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ნახევარფინალში ქართველი მოჭიდავე თურქ დოღან უზუნთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი ხვალ თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპული თამაშები - ლაშა გურული ფინალში გავიდა
ევროპული თამაშები - ლაშა გურული ფინალში გავიდა