როდრი
Aa
Aa

8-თვიანი პაუზის შემდეგ, როდრიმ პირველად ითამაშა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, როდრიმ  „ბორნმუთთან“ მატჩის 83-ე წუთზე, ერლინგ ჰოლანდი შეცვალა და მოედანზე გავიდა. 8-თვიანი პაუზის შემდეგ, ეს ესპანელი ფეხბურთელისთვის პირველი თამაში იყო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში, „არსენალთან“ თამაშის დროს,  როდრიმ მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც მას ოპერაციის ჩატარება და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა.

მიმდინარე სეზონში, 28 წლის ესპანელმა მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. „ქალაქელებთან“ მას კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე როდრის საბაზრო ღირებულება 130 მილიონი ევროა. 

გასულ წელს ესპანელმა ფეხბურთელმა „ოქროს ბურთი“ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ტრანსფერმა გააბრაზა | კონტეს ნაპოლიდან წასვლა სურს
კვარას ტრანსფერმა გააბრაზა | კონტეს ნაპოლიდან წასვლა სურს